13:06:28     19-04-2022
"რუსებს მხოლოდ სევდა და ცრემლები მოაქვთ" – 70 წლის ნადეჟდა უკრაინიდან, რომელსაც ოკუპანტებმა ვაჟი მოუკლეს
70 წლის ნადეჟდა ტრუბჩანინოვა უკრაინელი ქალია, რომელმაც თავისი საცხოვრებელი ომის დაწყების შემდეგ არ დატოვა.
ის რუსულ აგრესიას გადაურჩა და ახლა კიევის ოლქის მისი დასახლება ოკუპანტებისგან გაწმენდილია.
თუმცა, მოხუც ქალს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ვაჟის დატირება მოუწია.
კვირაზე მეტი ხნის მანძილზე ქალი ყოველდღიურად დადოდა მიწასთან გასწორებულ ბუჩაში და მისი შვილის ცხედარს ეძებდა, საბოლოოდ იპოვა და მიწასაც მიაბარა.