12:03:12     14-04-2022
"ეს თვიურია?" – უკრაინაში დახოცილ ქალებზე ხუმრობის შემდეგ, რუს იუმორისტს სცენაზე სისხლიანი თეთრი კაბით აქტივისტი აუვარდა (ვიდეო)
რუსმა იუმორისტმაა ნურლან საბუროვმა უკბილოდ იხუმრა სცენიდან იმ იკრაინელ ქალებზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დახოცეს. შედეგად ის დიდ სკანდალში გაეხვა.
აშშ–ში ჩატარებულ ერთ–ერთ კონცერტზე, მასთან სცენაზე აქტივისტი ქალი ავიდა, რომელსაც სისხლიანი თეთრი კაბა ეცვა. დაცვამ აქტივისტი სცენიდან გაიყვანა.
საბუროვმა კი ქალს მიაძახა: "უკაცრავად, ეს თვიურია?"
ამის გამო, საბუროვი უკრაინელმა კოლეგებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.