11:25:04     12-04-2022
"რუსებმა ორი შვილი და ცოლი მანქანაში ჩამიცხრილეს" – უკრაინელი კაცის ტრაგედია, რომელმაც ისტორიის გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
ალექსანდრ ჩიკმარევი უკრაინელი მამაკაცია,რომელიც მიმდინარე წლის 24 თებერვლამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად ბუჩაში.
ომის დაწყებისა და ბუჩის სისხლისღვრის შემდეგ, მან ოჯახთან ერთად ევაკუირება საკუთარი ავტომობილით გადაწყვიტა, მცდელობა კი უდიდესი ტრაგედიით დასრულდა:
"ექვს რიცხვში მეგობრებთან ერთად ბუჩიდან გამოსვლა გადავწყვიტეთ. გამოვედით და ჩვენს წინ რუსული ტანკი გაჩერდა, გავაჩერე ავტომობილი, დაიწყო ჩვენი მისამართით სროლა. ბავშვები და ცოლი მაშინვე დაიღუპნენ... უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი კი ხუთის. ავტომობილს ცეცხლი მოეკიდა, მე მძიმე ჭრილობა მივიღე და ხის უკან დავიმალე", – იხსენებს ცრემლიანი თვალებით მამაკაცი.
ის ამბობს, რომ ცხოვრების აზრი დაკარგული აქვს და ის ოკუპანტებმა დააკარგვინეს.