იდილია მხატვრობაში იდილია მხატვრობაში />


  10:56:44     25-08-2011

იდილია მხატვრობაში

a9319.jpg

იდილია ჟანრული ფორმაა ლიტერატურასა და ფერწერაში. ის ბუკოლიკური პოეზიის ჟანრული ფორმაა, ლექსი (იშვიათად პროზაული ნაწარმოებიც), რომელშიც მწყემსის, სოფლის მყუდრო, მშვიდ და მარტივი ცხოვრების სურათებია ნაჩვენები გრძნობიერ, მიმზიდველ ფორმებსა და ფერებში. იდილიისთვის დამახასიათებელია სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, რითაც იდილია უახლოვდება ბუკოლიკას.

იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII- XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.

მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრება სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. იდილია მხატვრობაში განვითარდა XVIII საუკუნეში როკოკოს შემდეგ.

0

ავტორი: