21:30:56     04-04-2022
უკრაინელი ჯადოქრები 7 აპრილს პუტინისთვის ჯადოს გაკეთებას გეგმავენ – "24 აპრილისთვის მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება"
რამდენიმე დღის წინ რუსული ეკლესიის მრევლმა შეშფოთება გამოთქვა და საკმაოდ სერიოზულადაც უკრაინელი ჯადოქრების გააქტიურების გამო.
თავად უკრაინელი ჯადოქრები ამბობენ, რომ 31 მარტს ჩატარებული რიტუალი წარმატებული იყო და შედეგიც დაიდო:
"რიტუალის შემდეგ კიევიდან რუსული ნაწილების გაყვანა მოხდა", – აცხადებენ ისინი.
მათ მომდევნო რიტუალი დაგეგმეს და ის 7 აპრილს, პერსონალურად ვლადიმირ პუტინის დასაწყევლად ჩატარდება, როგორც ჯადოქრები ირწმუნებიან, 24 აპრილისთვის რუს დიქტატორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნება.