10:55:19     25-08-2011
„ღიბლი“ – იაპონური ანიმაციური სტუდია
სტუდია „ღიბლი“ იაპონური ანიმაციური სტუდიაა. სახელი მომდინარეობს იტალიელების მიერ მეორე მსოფლიო ომში საჰარაში სკაუტების თვითმფრინავებისათვის შერქმეული მეტსახელისგან, რომელიც თავის მხრივ, ლიბიური სიტყვისგან მომდინარეობს და ნიშნავს საჰარას უდაბნოს ცხელ ქარს (რომელსაც ასევე სიროკოს უწოდებენ).
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური სიტყვა მაგარი გ–თი გამოითქმის, სტუდიის სახელის იაპონური გამოთქმაა „ღიბლი“. ვერსია ამ სახელის მიღმა იყო ის, რომ სტუდიამ ახალი ქარი შემოიტანა იაპონური ანიმაციურ ინდუსტრიაში. კომპანიის ლოგოზე გამოსახულია ტოტორო – ფილმის „ჩემი მეზობელი ტოტორო“ მთავარი გმირი.
0