OT-64 / SKOT – ჯავშანტრანსპორტიორი OT-64 / SKOT – ჯავშანტრანსპორტიორი />


  10:52:37     25-08-2011

OT-64 / SKOT – ჯავშანტრანსპორტიორი

a9314.jpg

ჯავშანტრანსპორტიორი OT-64 / SKOT წარმოადგენს პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ერთობლივი მუშაობის შედეგს. ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა ადრეულ 1960-იან წლებში დაიწყო. ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი და შეიარაღება პოლონეთში დამზადდა, ხოლო ძრვა, ტრანსმისია და სხვა კომპონენტები ჩეხოსლოვაკიაში დაამზადეს და იქვე ააწყვეს. ჯავშანტრანსპორტიორების არმიებისთვის მიწოდება 1964 წელს დაიწყო, ხოლო მათი წარმოება 1990-იანი წლების დასაწყისში შეწყდა. ჯავშანტრანსპორტიორი ორივე ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა, ჩეხოსლოვაკიაში მას OT-64-ს, ხოლო პოლონეთში SKOT-ს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ OT-64 / SKOT -ი ძალიან მოძველებულია, ის მაინც რჩება რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში, მათ შორის: ალჟირის, ეგვიპტის, ურუგვაისა და სხვა.

OT-64 / SKOT-ი საბჭოთა BTR-60P-ს მსგავსია, თუმცა პოლონელმა და ჩეხოსლოვაკიელმა კონსტრუქტორებმა მასში მრავალი ცვლილება და უმჯობესობა შეიტანეს. ძრავა თავისი კომპონენტებით ჯავშანტრანსპორტიორის შუა ნაწილში მდებარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ BTR-60-ისა და სხვა მისი სერიის ჯავშანტრანსპორტიორების უკანა ნაწილში დამონტაჟებული ძრავა საკმაოდ დიდ ნაკლად მიიჩნევა, რადგანაც დესანტს გამოსვლა კორპუსის გვერდითი ან ზედა კარებებიდან და ლუკებიდან უწევს, რის გამოც ისინი მოწინააღმდეგის ცეცხლისგან დაუცველნი არიან.

OT-64 / SKOT-ის ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საარტილერიო ჭურვბის ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მასზე ასევე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვის სისტემა.

ჩეხოსლოვაკიის დაქვემდებარებში მყოფ OT-64-ებზე შეიარაღება დამონტაჟებული არ იყო, ხოლო პოლონეთის კუთვნილ SKOT-ები 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით იყვნენ აღჭურვილნი. მოგვიანებით ჯავშანტრანსპორტიორები 1 x 14.5 მმ-იანი და მასთან შეწყვილებული 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული კოშკურებით აღჭურვეს. ეს კოშკურები BTR-60PB-ს მსგავსია.

ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟი ორი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით მას 18 სრულად აღჭურვილი ქვეითის ტრანსპორტირება შეუძლია. დესანტის განყოფილება ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსის უკანა ნაწილშია განლაგებული. მათ მანქანაში შესვლა და მისი დატოვება უკანა სადესანტო კარისა და სახურავზე განთავსებული ლუკების საშუალებით შეუძლიათ. მეთაურსა და მძღოლს გააჩნიათ, როგორც გვერდითი კარებები, ასევე ლუკებიც. ჯავშანტრანსპორტიორის ბორტებზე დამონტაჟებულია მცირე ზომის საცეცხლე ამბრაზურები, რომლებიდანაც მასში მსხდომ დესანტს ცეცხლის წარმოება შეუძლია.

OT-64 / SKOT-ში მრავალი კომპონენტი Tatra T813 ტიპის 8x8 კონფიგურაციის მძიმე სატვირთო მანქანიდანაა გადმოტანილი. ძალური დანადგარის სახით ჯავშანტრანსპორტიორზე დაყენებულია Tatra T928-14 ტიპის ჰაერით გაგრილებადი დიზელის ძრავა, რომელიც 180 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. OT-64 / SKOT-ი სრულად ამფიბიურია და მისი ცურვის შესაძლებლობას ორი წყალმტყორცნი უზრუნველყფს.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 1964 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 18 კაცი
წონა - 14.5 ტ
სიგრძე - 7.44 მ
სიგანე - 2.55 მ
სიმაღლე - 2.71 მ
ტყვიამფრქვევები - 1 x 14.5 მმ-იანი, 1 x 7.62 მმ-იანი
ვაზნები - 500 x 14.5, 2 000 x 7.62
ძრავა - Tatra 928-14 დიზლი
ძრავის სიმძლავრე - 180 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 94 კმ/სთ
ცურვის სიჩქარე - 9 კმ/სთ
სვლის მარაგი - 710 კმ
დახრილობა - 60%
ვერტიკალური წინაღობა - 0.5 მ
თხრილი - 2 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - ამფიბიური

army.ge

0

ავტორი: