21:12:06     29-03-2022
კაცებს, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
უკრაინის რადაში მიიღეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კაცებს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი, 24 თებერვლის შემდეგ უკანონოდ გადაკვეთეს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 18 წლიდან 40 წლამდე მამაკაცებს საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.