21:03:44     29-03-2022
ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე, სამშობიარო სახლის თანამშრომლები და პაციენტები, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს
რუს ოკუპანტებს მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით კვლავ გადაჰყავთ.
მარიუპოლის ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ნომერ მეორე სამშობიარო სახლის თანამშრომლები და პაციენტები გაიტაცეს. საუბარია 70–ზე მეტ ადამიანზე.
"რუსი ჯარისკაცები ცინიკურად განაგრძბენ ხალხის დეპორტაციას თავიანთ ტერიტორიაზე. უკვე ცნობილია მარიუპოლის 20 000 მოსახლე, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთში. უკრაინის მოქალაქეებს ართმევენ საბუთებს, პირადობის მოწმობებს და გზავნიან მათთვის განკუთვნილ ბაზებზე. შემდეგ კი ასახლებენ რუსეთის უღარიბეს ქალაქებში. ხალხის გაყვანის პრინციპი და მიზეზი კვლავ უცნობია", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.