20:45:42     29-03-2022
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში UNIAN-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზოვკაში Unian-ის ჟურნალისტი, ირინა დუბჩენკო დააკავეს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად გამომცემლობა ავრცელებს. როგორც ცნობილია, ინფორმაცია ჟურნალისტის დაკავების შესახებ, მისმა დამ გაავრცელა.
ალექსანდრა დუბჩენკოს თქმით, ჟურნალისტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის დააკავეს:
"როზივკას ე.წ. კომენდანტის თქმით, იმის გამო, რომ ჩემი და მალავდა და მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალს, იგი დონეცკში, „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ წაიყვანეს" - ამბობს ჟურნალისტის და.