მარიუპოლში  ოკუპანტების მიერ 5 000–ზე მეტი მშვიდობიანია მოკლული მარიუპოლში ოკუპანტების მიერ 5 000–ზე მეტი მშვიდობიანია მოკლული />


  22:24:07     28-03-2022

მარიუპოლში ოკუპანტების მიერ 5 000–ზე მეტი მშვიდობიანია მოკლული

16484920891647101094.jpg

მარიუპოლის ბლოკადის შემდეგ ქალაქის მასშტაბით 5 000–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. 

ბლოკადის შემდეგ მოხერხდა 150 000 ადამიანის ევაკუაცია. ალყაში რჩება 170 000 ადამიანი. ასეთია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული სტატისტიკა. 

ქალაქი ბლოკადაშია პირველი მარტის შემდეგ. 

იქ ჩარჩენილ მოსახლეობას არ აქვს ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია, სასმელი წყალი და საკვები. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ოკუპანტები კი მის დაბომბვას და განადგურებას კვლავ განაგრძობენ. 


ავტორი: presa.ge