22:04:26     28-03-2022
"ინფორმაციული სპეკულაციები ხშირია" – უკრაინული მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეთა ქიმიურ მოწამვლაზე
საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat–ის ინფორმაციით, უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს ქიმიური მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ, მათ ეს ნიშნების მარტის დასაწყისიდან აქვთ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნულს გამოეხმაურა:
"მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საინფორმაციო ველზე ახლა ინფორმაციული სპეკულაციები ხშირია, სხვადასხვა კონსპირაციული ვერსიები და ელემენტები ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშისა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მოლაპარაკებაში მონაწილე ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ"