უკრაინელი გენერალი ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს უკრაინელი გენერალი ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს />


  12:48:21     25-03-2022

უკრაინელი გენერალი ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს

1648198372277192251_649223842820209_8428156070717142967_n.jpg

უკრაინის პოლიციის გენერალი რუს ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს. 

"დღეს სრულიად განადგურებულ ქალაქში დარჩენილები არიან ბავშვები, რომლებსაც ახლა თუ არ გადავარჩენთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, საუბარია საათებზე. მივმართავ რუს ოკუპანტებს – მოგვეცით საშუალება მარიუპოლიდან ბავშვების გაყვანისა, ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ საკუთარ თავს გთავაზობთ. გთხოვთ შემიშვათ მარიუპოლში, რათა შევკრიბო ბავშვები და მათი ევაკუაციის ორგანიზება მოვახდინო. მჭირდება სამი დღე ქალაქში. და ბოლო პუნქტზე, ბავშვების გამოყვანისას, ტყვედ ჩაგბარდებით", – წერს გენერალი. 


ავტორი: presa.ge