12:13:57     25-03-2022
ოკუპანტებმა დნეპრში უკრაინულ სამხედრო დანაყოფზე ორი ავიაიერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრში ორი ავიაიერიში მიიტანეს უკრაინულ სამხედრო დანაყოფებზე.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამის შესახებ Facebook–ის საკუთარ გვერდზე ოფიციალური პირები წერენ:
"დაახლოებით 22:38 საათზე რუსეთმა ორი სარაკეტო დარტყმა მიიტანა დნეპრის ერთ–ერთ სამხედრო დანაყოფზე. შედეგად სერიოზულად დაზიანდა სამხედრო დანაყოფისთვის განკუთვნილი შენობა"