12:56:25     23-03-2022
ნანგრევებში მოყოლილი 5 წლის ბავშვი ყვიროდა – "არ მინდა სიკვდილი" – "ბიბისი"–ს ჟურნალისტი მარიუპოლის ტრაგედიაზე
BBC–ის ჟურნალისტების რეპორტაჟში მარიუპოლის დაბომბვა მთავარი თემა გახდა.
გამომცემლობის ბრიტანულმა ბიურომ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა მარიუპოლს და იქ მიმდინარე რუსულ სისასტიკეს.
"ვნახე ბევრი ადამიანი, რომელებიც სისხლისგან იცლებოდნენ, ბევრ მათგანს ღია მოტეხილობები ჰქონდა. ვნახე დედა, რომელიც ნანგრევებში საკუთარი შვილების პოვნას ცდილობდა, 5 წლის ბავშვი ყვიროდა – "არ მინდა სიკვდილიო", ეს საშინელება იყო", – აცხადებს ჟურნალისტი.
მათ ვრცლად ისაუბრეს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვაზე და ასევე დრამატული თეატრის მიწასთან გასწორებაზე.