12:41:55     23-03-2022
რუსმა ოკუპანტმა მოკლა უკრაინელი კაცი და მისი პატარა შვილის თვალწინ, დედა გააუპატიურა

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსმა ოკუპანტმა მოკლა უკრაინელი კაცი, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით კი დედა გააუპატიურა.
პროკურორის განცხადებით რუსი დამნაშავის ვინაობა დადგენილია და ის პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.
ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობა იმის შესახებ, რომ დაშავებულმა ქალმა თავის შვილთან ერთად სოფლიდან გაქცევა შეძლო.