12:22:49     23-03-2022
სროლებისა და აფეთქებების გამო კიევის ზოოპარკში სპილოს დამამშვიდებლებს ასმევენ

კიევის ზოოპარკში ცხოველები საკმაოდ სტრესულ და საშიშ გარემოში არსებობენ.
ამ დროისათვის ზოოპარკის თანამშრომლებს აქვთ საშუალება უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.
მათი კვებისა და მოვლის რეჟიმი არ შეცვლილა.
თუმცა სროლებისა და აფეთქებების გამო ისინი ძალიან შეშინებულები არიან, განსაკუთრებით კი სპილო, რომლსაც დასამშვიდებლებს ასმევენ.
კიევის ზოოპარკის თანამშრომლებს გერმანელი და ჩეხი კოლეგები ეხმარებიან.