13:19:34     21-03-2022
"ეს უსამართლობაა, მოგზაურობა მიყვარს" – პესკოვის ქალიშვილი სანქცირებულთა სიაში მოხვედრით უკმაყოფილოა
ვლადიმირ პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის ქალიშვილი, სანქცირებულთა სიაში მოხვედრით უკმაყოფილოა:
"ვფიქრობ ეს უსამართლობაა და უსაფუძვლოა. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, იმის გამო რომ ქვეყანა სანქციბს ატარებს 24 წლის ადამიანის მიმართ, რომელსაც არსებულ სიტუაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურები. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ამას ვერაფერს ვუზავ",- აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში ელიზავეტა პესკოვა.