12:52:53     21-03-2022
ჩინეთში სამგზავრო თვცითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ბორტზე 133 ადამიანი იმყოფებოდა
ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავმა "ბოინგ–737"–მა კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავი კუნმინიდან ჰუანჟოსკენ მიფრინავდა.
მედიის ცნობით, ბორტზე 133 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დაწყებულია.