12:11:15     17-03-2022
რუსეთი ბოტოქსისა და ფილერის გარეშე დარჩა
უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ, AbbVie-მ რუსეთისთვის ბოტოქსისა და ფილერის მიწოდება შეაჩერა
რუსეთში ბოტოქსი და ფილერი დიდი პოპულარობით სარგებლობს, აღნიშნული პროცედურების სიყვარულში ვლადიმირ პუტინიც არის შემჩნეული.
გარდა ამისა, არაერთმა უცხოურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ რუსეთში მათი მედიკამენტების კლინიკურ კვლევებზე. მათ შორისაა: Pfizer, Lilly, AbbVie, Sanofi და MSD. მანამდე, ამ კომპანიებმა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადეს.