„პატივს ვცემთ უკრაინელების არჩეულ გზას – ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას“ - ჩინეთის ელჩი უკრაინაში „პატივს ვცემთ უკრაინელების არჩეულ გზას – ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას“ - ჩინეთის ელჩი უკრაინაში />


  12:07:02     17-03-2022

„პატივს ვცემთ უკრაინელების არჩეულ გზას – ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას“ - ჩინეთის ელჩი უკრაინაში

1647504527sss.PNG

„პატივს ვცემთ უკრაინელების არჩეულ გზას – ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას“, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა, ფან ქსიანრონგმა განაცხადა. მან უკრაინელების ერთიანობა და წინააღმდეგობის უნარი შეაქო.

„ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთი მუდამ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, – აღნიშნა ელჩმა.

 


ავტორი: presa.ge