12:13:27     16-03-2022
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. მისი განხადებით, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ობიექტი გახდა. არსებული ინფორმაციით არავინ დაღუპულა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა სადგურის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ლიანდაგები და შენობაზე ჩამსხვრეულია ფანჯრები.