"მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა" – ნავალნი "მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა" – ნავალნი /> "/> " />


  12:04:00     16-03-2022

"მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა" – ნავალნი

1647418028bbb.jpg

"მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა... ყველას ვერ ჩააყუდებთ" - ამ სიტყვებით მიმართა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე.

ცნობილ რუს ოპოზიციონერსა და ბლოგერს სასამართლოს უპატივცემულობისა და თაღლითობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 1.2 მილიონი რუბლის ჯარიმა დაუწესეს.

"მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა, შეუძლებელია ის არ გეზიზღებოდეს. ნუთუ თქვენთვისვე არაა დამამცირებელი თამაშობდეთ მოსამართლეებს და პროკურორებს, სინამდვილეში კი წარმოადგენთ მოწყობილობას, რომელიც არსებობს მხოლოდ იმის გადმოსაცემად, რასაც ტელეფონით ეტყვიან. რატომ ჩათვალეთ, რომ ეს განუკითხაობა სულ იქნება, ფიქრობთ რომ ან მე შემაშინებთ, ან დააშინებთ საერთოდ ყველას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა შესანიშნავი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც არა მხოლოდ გამოვიდა, ვიდეოც ჩაწერა და მთავარი სათქმელი გვითხრა - იმოქმედეთ. 

ყველას ვერ ჩაგვაყუდებთ, თავისუფლების აღკვეთის 113 წელიც რომ მოითხოვოთ, ნება თქვენია. თქვენ ვერ მე და ვერც ჩემნაირებს ვერ შეგვაშინებთ, რუსეთი დიდია, აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ყველა არაა მზად უღალატოს საკუთარსა და საკუთარი შვილების მომავალს ისეთივე სიმხდალით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ", - განაცხადა ნავალნიმ.


ავტორი: presa.ge