22:23:19     15-03-2022
უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა Fox New–ის ოპერატორი და უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

უკრაინა, სოფელი გორენკას ჩრდილო–აღმოსავლეთი – რუსების მიერ განხორციელებული სროლების შედეგად გარდაიცვალა ტელეკომპანია Fox news–ის ოპერატორი, ირლანდიის მოქალაქე პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი ქალი ალექსანდრა კუვშინოვა.
რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ანხორციელებს. ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოსახლეობას და განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, ხოცავენ ყველას.