13:01:17     14-03-2022
"დაეხმარეთ უკრაინას, დაამარცხოს პუტინი და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს" - დმიტრი კულება
უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს დაეხმაროს უკრაინას პუტინის დამარცხებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეტად მასშტაბური ომი:
"მათ, ვისაც საზღვარგარეთ ეშინიათ "მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის". უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ დაგვეხმაროთ ბრძოლაში. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. დაუწესეთ რუსეთს მეტი სანქციები და მოაქციეთ სრული იზოლაციაში. დაეხმარეთ უკრაინას, დაამარცხოს პუტინი და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს",- წერს კულება.