15:05:41     12-03-2022
რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი პატრულის მანქანას დაეჯახა - გარდაიცვალა 3 სამართალდამცავი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
MEGA TV-ის ინფორმაციით, ტრაილერი საპატრულო პოლიციის ავტომობილს დაეჯახა.
მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 3 სამართალდამცავი.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.