შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა? შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა? />


  14:35:24     09-03-2022

შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა?

1646822401hhhhh.PNG

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად უკრაინაში უამრავი ბავშვი დარჩა ობლად, მათი შვილად აყვანის სურვილს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი გამოთქვამს, მათ შორის ქართველებიც. 

შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა? ამ საკითხზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოში" ადვოკატმა თათია ხაბეიშვილმა ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ნებისმიერმა ქვეყნის მოქალაქემ შვილად აიყვანოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მათ შორის, საქართველოს მოქალაქემ. თუმცა, გარკვეული პროცესებია დასაცავი. ზოგადად, უკრაინასთან მიმართებაში, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უკრაინა არ არის იმ საერთაშორისო კონვენციის მონაწილე ქვეყანა, რომელიც შვილად აყვანის საკითხებს არეგულირებს. ეს კონვენცია ბევრ საკითხს ამარტივებს. შედარებით გამარტივებულია პროცედურები. ვინაიდან თვითონ სახელმწიფო უწყებები ეკონტაქეტებიან ერთმანეთს და კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხელმომწერი არ არის ამ კონვენციის, უშუალოდ მიმართვა იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს.

მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეს სურვილი აქვს, რომ აიყვანოს უკრაინის მცხოვრები, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას უკრაინაში, დააფიქსიროს განაცხადი და შემდგომ, უკვე მოხდეს მისი განცხადების განხილვა. ეს არის, რაც შედარებით ართულებს საკითხს. თუმცა, კიდევ ერთი გარემოება, რაც შვილად აყვანის დროს და განსაკუთრებით ომის პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა თუ არა. ან დაკარგული ხომ არ არის. რაც ომის პერიოდში რთულია. ბუნებრივია, თუ ამ პერიოდში, ბავშვი გაშვილდება ეს არ იქნება მისი ინტერესების საუკეთესო საშუალება. ასევე, უკრაიანის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს იმასაც, რომ უპირატესობა მიენიჭოს ნათესავს,“ - ამბობს ადვოკატი  თათია ხაბეიშვილი.


ავტორი: presa.ge