12:58:18     09-03-2022
მთვრალმა ოკუპანტებმა ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაცხრილეს – გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია
"რადიო თავისუფლების" ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელ ჩერნობაევკაში ადგილობრივები ჩაცხრილეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სოფლის მაღაზია ოკუპანტებმა დაარბიეს, პროდუქცია გაიტანეს და დათვრნენ,შემდეგ კი მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლები დაცხრილეს.
მამაკაცები, რომლებიც მათთვის ხელშესაშლელად გავიდნენ, როგორც ადგილობრივები აცხადებენ დაცხრილეს. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სარდაფებში დამალვა უწევს.