23:45:52     07-03-2022
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო მიიღო. აღნიშნული ხაზს უსვამს ზელენსკის ლიდერობას და მილიონობით უკრაინელის სულიერ სიმტკიცეს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი უფლებისთვის, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონებენ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლოს ყველაზე დიდი ფასეულობებისთვის - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელსაც პრეზიდენტმა რეიგანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
სწორედ რეიგანი იყი ის პრეზიდენტი, რომელმაც გადამწყვეტი ბიძგი მისცა საბჭოთა, ბოროტების იმპერიის განადგურებას.