რუსეთში მეექვსე კლასელმა ბავშვმა  სკოლაში "დიდება უკრაინას" დაიძახა, პოლიციამ მას სახლში მიაკითხა, შუქი გაუთიშა და დაკითხვაზე დაიბარა რუსეთში მეექვსე კლასელმა ბავშვმა სკოლაში "დიდება უკრაინას" დაიძახა, პოლიციამ მას სახლში მიაკითხა, შუქი გაუთიშა და დაკითხვაზე დაიბარა /> "/> " />


  23:31:07     07-03-2022

რუსეთში მეექვსე კლასელმა ბავშვმა სკოლაში "დიდება უკრაინას" დაიძახა, პოლიციამ მას სახლში მიაკითხა, შუქი გაუთიშა და დაკითხვაზე დაიბარა

1646681682fff.jpg

ოკუპანტი რუსეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელმა გეოგრაფიის მასწავლებელს უკრაინასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. არასასურველი პასუხების შემდეგ კი მათ შორის დებატები გაიმართა. 

გაკვეთილის დასრულებისთანავე, საკლასო ოთახიდან გამოსულმა მოსწავლემ "დიდება უკრაინას" დაიძახა. 

შინ მისვლიდან მალევე კი მას სახლში პოლიციამ მიაკითხა. ბავშვი მარტო იყო და მათ კარი არ გაუღო, პოლიციამ კი საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, კართან კი დატოვა უწყება, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვს სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე იბარებენ. 


ავტორი: presa.ge