მამუკა მდინარაძე - საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან მამუკა მდინარაძე - საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან />


  16:28:34     07-03-2022

მამუკა მდინარაძე - საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

1646656165MDIN.jpg

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა - სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება. გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების ულტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი: როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა ულტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა,“- განაცხადა მდინარაძემ.


ავტორი: პრესა.ჯი