12:48:37     07-03-2022
BBC - რუსების გახსნილი დერეფანი კიევიდან ბელარუსში უშვებს ხალხს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთში
ირკვევა, რომ რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC წერს, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ბელარუსში ხალხის გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალი დერეფანია გახსნილი.
მარიუპოლისა და სუმის დერეფნები იძლევა შესაძლებლობას მიაღწიოთ როგორც უკრაინის ქალაქებს, ასევე რუსეთს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.