The Times - ერთი კვირის განმავლობაში ზელენსკის მკვლელობის 3 მცდელობა ჩაიშალა The Times - ერთი კვირის განმავლობაში ზელენსკის მკვლელობის 3 მცდელობა ჩაიშალა />


  12:23:17     04-03-2022

The Times - ერთი კვირის განმავლობაში ზელენსკის მკვლელობის 3 მცდელობა ჩაიშალა

1646382281komk.jpg

The Times-ს ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სულ მცირე 3 მცდელობას გადაურჩა.

უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად 2 სხვადასხვა ეკიპაჟი გაგზავნეს - კრემლის მიერ მხარდაჭერილი "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებული მკვლელები და ჩეჩნეთის სპეცრაზმის წევრები. 

გამოცემა წერს, რომ ორივე ჯგუფს ხელი შეუშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) იმ წევრებმა, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან. 

"ვაგნერის" დაჯგუფების წევრებმა კიევში დანაკარგი განიცადეს და შეშფოთებულები იყვნენ, თუ რამდენად კარგად იყო ინფორმირებული ზელენსკის უსაფრთხოების გუნდი. 


ავტორი: პრესა.ჯი