23:38:14     03-03-2022
აშშ-მ კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს სანქციები დაუწესა

აშშ-მ სანქციები დაუწესა კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს - ამის შესახებ რამდენიმე წუთი წინ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, სანქცირებულია 19 რუს ბიზნესმენი და 47 მათთან დაკავშირებული პირი.
BBC -ის ინფორმაციით კი, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა კიდევ ორი რუსი ოლიგარქი - ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი.