14:37:33     01-03-2022
რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს - ზელენსკი
ხარკოვის დაბომბვას ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთი უკვე ტერორისტული სახელმწიფოა:
"ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რაკეტა აშკარა, დაუფარავი ტერორია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს."- ამბობს ზელენსკი.