11:55:58     28-02-2022
უკრაინის ქალაქი ბერდიანსკი ოკუპირებულია - დაიღუპა ერთი ადამიანი

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
- ბერდიანსკში, ქალაქის აღების ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.
- ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა.
- ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.
- მუშაობს რამდენიმე კომუნალური მომსახურება.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.