19:48:48     24-02-2022
დასავლეთი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს - ლავროვი
მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაზე სამხედრო იერიში მიიტანეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი დიალოგისთვის ყოველთვის მზად იქნება. ლავროვმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დასავლეთი დაადანაშაულა.
"სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი მეგობრები საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ და ცდილობენ, რომ გაანადგურონ ის და ხელი შეუწყონ, როგორც თვითონ უწოდებენ "წესებზე დაფუძნებულ წესრიგს". ჩვენ ინტენსიური და დეტალური დიალოგი გვქონდა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და NATO-ს სხვა წევრებთან. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაბრუნების შანსი.",-თქვა ლავროვმა.