18:36:06     24-02-2022
დონეცკი - რუსული ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.
„უგლედარში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 4 ადამიანი მოკლეს და 10 დაჭრეს. დაჭრილებს შორის 6 ექიმია,“ - წერს კირილენკო.