დავით ღვინიანიძე რუს ერს და ინტელიგენციას მიმართავს: დღეს თითოეული ჩვენგანი უკრაინელია. ერთად შევაჩეროთ ეს ძმათამკვლელი ომი! დავით ღვინიანიძე რუს ერს და ინტელიგენციას მიმართავს: დღეს თითოეული ჩვენგანი უკრაინელია. ერთად შევაჩეროთ ეს ძმათამკვლელი ომი! />


  14:16:34     24-02-2022

დავით ღვინიანიძე რუს ერს და ინტელიგენციას მიმართავს: დღეს თითოეული ჩვენგანი უკრაინელია. ერთად შევაჩეროთ ეს ძმათამკვლელი ომი!

1645697913i.jpg

უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ მეც მინდა მივმართო რუს ხალხს - დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერს, რომელსაც ჩემი მოღვაწეობის 17 წელი დავუკავშირე, ვისთან ერთადაც ჩამოვყალიბდი ხელოვანად და პიროვნებად. რუსმა ხალხმა მე ბევრი სიყვარული და რეგალია მაჩუქა. ... მაგრამ ომი, რომელიც დღეს რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო, ჩვენი საუკუნის უდიდესი შეცდომაა. ამას უამრავი მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვება. ეს ომი იმათი საწინააღმდეგოა, ვისაც თავიანთ სამშობლოში მშვიდობიანი ცისქვეშ სურთ ცხოვრება. მე დღეს იმის საპირისპირო სურათს ვხედავ, რის წინააღმდეგაც რუსი ხალხი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ამ ომში ბაბუაჩემიც იბრძოდა, რომელიც ჩემს დაბადებას ვერ მოესწრო. ამიტომ დამარქვეს დავითი - ამ ომისა და ბაბუას პატივსაცემად. დარწმუნებული ვარ, რუსებს არ სურთ ომი! რაც დღეს ხდება, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ისტორიული შეცდომაა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ქვეყნის მომავალი. მახსოვს 2008 წელი და რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული იგივე აგრესია, რომელმაც უამრავი ახლობელი დაგვაკარგვინა. დღეს თითოეული ჩვენგანი უკრაინელია! მოგმართავთ რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო ინტელიგენციავ, ერთად უნდა შევაჩეროთ ეს ძმათამკვლელი ომი!


ავტორი: პრესა.ჯი