14:27:55     23-02-2022
შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია - კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა :
"გარემოვაჭრეები, რომლებსაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, გადავიყვანეთ ბაზრობის ტერიტორიაზე. მეგობრებო, არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის, და ვერ ვხედავთ იმ გაჭირვებას და სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ბევრ ადამიანს აწუხებს. კარგად მესმის ყველასი, ძალიან კარგად შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია. ამით ძალიან დიდი დისკომფორტს უქმნით სხვა ადამიანებს. არავინ გიშლით ამ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმა პური შეიტანონ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ის, რომ ტროტუარზე ყველაფერი ერთად იყიდებოდეს - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ეს ნორმალურია? ამიტომ ეს რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული.