აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო />


  11:35:27     18-02-2022

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

1645169867mkj.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმათა უმრავლესობის მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს.

რეზოლუცია აფიქსირებს "ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ" და "გმობს რუსეთის სამხედრო ფორმირებას" უკრაინის საზღვარზე. კენჭისყრამ წინააღმდეგობის გარეშე ჩაიარა. 

რეზოლუცია პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს, დაავალოს აშშ-ს მთავრობას ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაკისრებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად.

სენატორებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია, დამოუკიდებლად დააწესოს სანქციები, მიუხედავად კონგრესის ქმედებებისა.

"საკითხი არაა "თუ", არამედ "როგორ" ვუპასუხებთ პუტინს" - თქვა სენატორმა შაჰინმა. 

უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 17 თებერვალს სტანიცა ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. არსებული ცნობებით, შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულია 2 ზრდასრული პირი. 


ავტორი: პრესა.ჯი