დაშავდა 2 უკრაინელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 34-ჯერ დაარღვია დაშავდა 2 უკრაინელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 34-ჯერ დაარღვია />


  01:08:50     18-02-2022

დაშავდა 2 უკრაინელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 34-ჯერ დაარღვია

1645132223msop.jpg

უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, ჯამში, დღეს 14 საათის მდგომარეობით, რუსული საოკუპაციო ჯარის მხრიდან, დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 34 დარღვევის ფაქტი, აქედან 28 - მინსკის შეთანხმებით აკრძალული.

დაშავდა 2 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავებულია ორი სამოქალაქო პირი.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის განცხადებით რუსული მხარე აქტიურად იყენებს პროპაგანდის მეთოდებს იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის 

უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგე აგრძელებს საინფორმაციო ომის ჩატარების პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას და ავრცელებენ დეზინფორმაციას რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აპირებენ ბალისტიკური რაკეტებით დონბასის დაბომბვასა და ტერაქტების მოწყობას.


ავტორი: პრესა.ჯი