20:23:38     17-02-2022
დავით ღვინიანიძემ ვალენტინობის დღე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა
14 თებერვალს, ფილადელფიაში, "დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში", "ვალენტინობა" საზეიმოდ აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა, ქართველი ემიგრანტი შშმ პირებმა, რომლებიც დავითის კულტურის ცენტრში უფასო გაკვეთილებს ეუფლებიან, ის საჩუქრად მიიღეს და კონცერტს დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებამ სცენაზე იხილა ბარიტონი დავით ღვინიანიძეს და უკრაინის დამსახურებული არტისტები სტანისლავ სერებრიანიკოვი ( როიალთან) და მომღერალი ლიუდმილა ფასენკო. როგორც დავით ღვინიანიძემ აღნიშნა, შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებსაც მოხმარდება.