"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ბაიდენის მიმართვა "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ბაიდენის მიმართვა /> "/> " />


  11:33:11     16-02-2022

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ბაიდენის მიმართვა

1644996841bado.jpg

  "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მან მოქალაქეებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა. 

  "თუ რუსეთი მიზანში ამოიღებს უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს, მტკიცედ ვუპასუხებთ. თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს არაპირდაპირი საშუალებებით, როგორიცაა კიბერშეტევა ჩვეს კომპანიებზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის.  გზა ჯერ ჯიდევ ღიაა ისტორიული პასუხისმგებლობისთვის, რომ რუსეთმა და აშშ-მ გაიზიარონ გლობალური სტაბილურობა, ჩვენი საერთო მომავლისთვის ავირჩიოთ დიპლომატია, მაგრამ ეჭვგარეშეა, თუ რუსეთი ამას დაარღვევს უკრაინაში შეჭრით, პასუხისმგებლიანი ქვეყნები მთელი მსოფლიოს გარშემო არ დააყოვნებენ პასუხს, - განაცხადა ბაიდენმა. 


ავტორი: პრესა.ჯი