12:14:49     15-02-2022
აფეთქება დიღმის მასივში - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
დიღმის მასივში, სადაც ცოტა ხნის წინ კორპუსში აფეთქება მოხდა ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ჩვენი ინფორმაციით, აფეთქება მე-7 სართულზე ბინაში იმ დროს მოხდა, როცა მეპატრონე სახლში მივიდა. სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, გაზი მუშებს დარჩათ. ცეცხლი მე-8 სართულზეც გავრცელდა.
დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
"დაახლეობით 20% აქვს დაზიანებული სახე, მდომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რენიმაციულ განყოფილებაში", - თქვა პაციენტზე გუგა ქაშიბაძემ.