17:31:48     11-02-2022
ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო - "პირველი არხის" ოპერატორის ჩვენება 5 ივლისზე
5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით თბილისი საქალაქო სასამართლოში დაზარალებული ჟურნალისტები იკითხებიან. მოწმეთა სიაში "მთავარი არხის" "ფორმულას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტები არიან.
"ნელა-ნელა უკან უკან ვიწევდი, რა დროსაც ამ ჯგუფმა თუ რა შეიძლება დავარქვა, მე ვერაფერს ვერ ვუწოდებ, რაც არის და ვინც არიან, შემითრიეს თავისკენ, ძირს დამაგდეს და რავიცი რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი ტანზე, ზოგი კიდევ თვალებს მთხრიდა. მეუღლე ორსული მყავდა მაგ პერიოდში, გონზე რომ მოვედი პოლიციის მანქანაში, რაციაში ისმოდა წივილ-კივილის ხმა, ფაცია ყვიროდა ჩემი ოპერატორი მომიკლესო, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია ჩემი ოპერატორი, მკვდარი არისო, მიშველეთო, ოღონდ ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყვირილი და ტირილი არ იყო, ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი ორსული მეუღლე რომ ამას მოისმენდა რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა", - თქვა ილია თვალიაშვილმა სასამართლოზე.