10:52:45     11-02-2022
ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს.
ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაიანა]. ეს არაა ისე, თითქოს საქმე გვქონდეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს წყობიდან", - თქვა ბაიდენმა.