13:21:54     10-02-2022
შვედეთი მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, პანდემიას დასრულებულად აცხადებს
მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო, კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ გადატვირთულია, თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
"შემიძლია ვთქვა, რომ პანდემია დასრულდა. მართალია, მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაგრამ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, პანდემიის გამო აღარაფერი შეიცვლება" განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა.