ფრანგი იმპრესიონისტი ფრედერიკ ბაზილი ფრანგი იმპრესიონისტი ფრედერიკ ბაზილი />


  10:39:03     24-08-2011

ფრანგი იმპრესიონისტი ფრედერიკ ბაზილი

a9284.jpg

ფრანგი იმპრესიონისტი ჟან ფრედერიკ ბაზილი შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთან, ალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე“. ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზირებული ჰოსპიტალი“.

ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე, აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა. სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ. ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პურსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.

0

ავტორი: