11:18:21     07-02-2022
უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მაკრონი დღეს, ორშაბათს მოსკოვში ჩავა და პუტინთან შეხვედრას პირადად გამართავს.
ვიზიტის წინ მაკრონმა "ახალი ბალანსის" შექმნაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაიცავს ევროპის სახელმწიფოებს და დაამშვიდებს რუსეთს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი განხილვის საგანი არ არის.
მაკრონმა გაზეთ Journal du Dimanche-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიზანი იყო "არა უკრაინა, არამედ წესების დაზუსტება... ნატოსთან და ევროკავშირთან".
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი საკმარისი იქნება სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად.